სოფლებში გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა...ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს საკითხი ნოემბერში გადაწყდება. 

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ნებაყოფლობით ვაქცინაციით, მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გართულდება. 

"სოფლებში რომ დავდივართ გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას." - ამბობს გამყრელიძე

ცნობისთვის, NCDC-ის ცნობით, 24 ოქტომბრის მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 024 099 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.0 %, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 923 970 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.4%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი