"ძლიერი არ იქცევა ასე, ძლიერი არ ძალადობს!" | რუსთავში ენმ-ის შტაბზე თავდასხმისას დაშავებულები გამოიკითხნენ

გამოქვეყნდა:

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში მისული იყო პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელმაც თქვა, რომ ის, რასაც "ოცნება" სუს-ისა და აქტივისტების ხელით აკეთებს, არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ხელწერა. 

"საკუთარი თავის მტრებიც გამოდიან. იმდენად მორღვეული აქვს ძალადობრივი ვერტიკალი "ქართულ ოცნებას", რომ შიგნით ძალადობრივი ჯგუფები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და აკეთებენ სიგიჟეებს ყოველდღიურ რეჟიმში. სუს-ის თანამშრომლები მანქანიდან იღებენ ამ სცენას და ამ კადრებში ჩანს, როგორ მიდის 12 ადამიანი კირკიტაძის შტაბთან და დაასათაურეს ვიდეო, თითქოს, დავით კირკიტაძე ფიზიკურად როგორ უსწორდება თავდამსხმელებს. ამასაც ხო მოხერხება სჭირდება? ძლიერი არ იქცევა ასე, ძლიერი არ ძალადობს! მოქმედ საკრებულოს წევრებს ფიზიკურად ანგარიში გაუსწორეს. ყველა ელჩი არის საქმის კურსში და ესეც ტესტია ეს ადამიანები ისჯებიან თუ არა. მერწმუნეთ დაისჯებიან და თუ არა, ყველა დაისჯება 30 ოქტომბერს",- ამბობს ნიკა მელია. 

რუსთავის პოლიციის შენობა დავით კირკიტაძემ უკვე დატოვა. მან გამოძიებას ინფორმაცია  მის შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ მიაწოდა. დღესვე გამოიკითხა შემთხვევის შედეგად დაშავებული ენმ-ის სამი წევრი. 

გამოძიებას მათ თავდამსხმელების ფოტო და ვიდეომასალა გადასცეს. 

" იდენტიფიცირებულია თავდამსხმელთა უმრავლესობა. დაზარალებულები ექსპერტიზაზეა. ორს ძლიერი დაზიანება აქვს მირებული, მათ შორის ერთია საკრებულოს წევრი შავლეგო მანდარია",- ამბობს დავით კირკიტაძე. 

ერთ-ერთი თავდამსხმელი და მმართველი პარტიის "ცოცხების აქციის" მონაწილე.ვასილ ბალახაძეა, რომელიც არ აღიარებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელია. ბალახაძე ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მას დაესხნენ თავს. 

"მერობის კანიდატად კი არა ქალაქში არ უნდა დაიარებოდეს და მაგ რეჟიმის შემქნელები. ჯერ დამარტყა წვივში ფეხი და მისი ზონდერები გადმოვიდნენ ჩემს ცემაზე. მინდა "ქართულ ოცნებას" მოვუწოდო, ცოტა აზრზე მოდით, დროზე დასაჯეთ ეს კანონდამრღვევები და აღადინეთ სამართლიანობას.თორემ მიიღებთ დიდ პროტესტს, ამას გპირდებით",- ამბობს ბალახაძე. 

შეგახსენებთ, რომ შარტავას ქუჩაზე მისულ ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ოპოზიციის შტაბის წევრებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი