რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების დროს სამი ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ თავად კირკიტაძე აცხადებს. მისი თქმით, ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სხეულზე მიყენებულ აქვთ სხვადასხვა სახის დაზიანებები და როგორც კირკიტაძე ამბობს, მათი ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.
შარტავას გამზირზე კი რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ენმ-ს ოფისთან "ოცნების" მხარდამჭერები სწორედ მმართველი პარტიის დავალებით პროვოკაციის მოსაწყობად მივიდნენ და სურდათ კირკიტაძეს გასწორებოდნენ ფიზიკურად, ვინც მერობის კანდიდატის დაცვა სცადა, ფიზიკურად დაზიანდა.
სამართალდამცველები ამბობენ, რომ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან უკვე განარიდეს, თუმცა უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე, ან დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება.