რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებაა

გამოქვეყნდა:

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება იყო. ადგილზე იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭრები, ასევე ააიპებისა და სსიპების თანამშრომლები, ერთ-ერთი მათგანი ვასილ ბალახაძე კი მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, თუმცა დრო და დრო ვითარება იძაბება.

თავად დავით კირკიტაძე ამბობს, რომ საჯარო მოხელეებმა და სუს-ის აგენტებმა პროვოკაცია და ოფისზე თავდასხმა სცადეს, აგრესიულად განწყობილები მივიდნენ და ოფისში მყოფ საარჩევნო შტაბის წევრებს აგინებდნენ და ლანძღავდნენ.

ოფისის თანამშრომლების თქმით, პროვოკაციის მიზნით მისულმა ადამიანებმა დავით კირკიტაძისთვის დარტყმაც სცადეს, რა დროსაც შტაბის ერთ-ერთი წევრი გაშველებას ცდილობდა და დაზიანება მიიღო.

ენმ-ს წარმომადგენლების თქმით, დღეს პროვოკაციის მოწყობა სცადეს "ოცნების" იმ მხარდამჭერებმა, რომლებიც 14 ოქტომბერს რუსთავი-თბილისის საავტომობილო გზაზე ცოცხების აქციაში მონაწილეობდნენ.

მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი