
დაპირისპირება არასრულწოვნებს შორის - შემთხვევა ბათუმში მოხდა. არასრულწლოვნები ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირებაში ორი მოსწავლე მონაწილებს, ერთ-ერთი მეორეს შეურაცხყოფას აყენებს, აიძულებს რომ რასაც ავალებენ თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ცემით ემუქრება.
"მითხარი რა ხარ?! მითხარი თორემ დაგარტყავ კიდევ ერთხელ" - ისმის ვიდეოში.
ამ წუთებში სკოლაში მშობლები არიან მისულები, რომლებიც ადმინისტრაციის წევრებს ხვდებიან.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.