ექიმი ტოვებს კონსილიუმს. ეს რა ნიშნავს? ერთადერთს - ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება - ბასილაია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ბექა ბასილაია ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. 

ადვოკატის თქმით, ფაქტი, რომ მაღალი რეპუტაციის მქონე კარდიოლოგმა, ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი დატოვა, ამ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. 

"ჩვენ სპეკულირებას არ მოვახდენთ, თუმცა ფაქტები მეტყველებს თავისთავად. კონსილიუმმა დადო დასკვნა. კონსილიუმის დასკვნა არ სრულდება იუსტიციის სამინსიტროს მხრიდან. კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ უნდა მოხდეს მე-18 დაწესებულებაში და ამის შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთი მთავარი წევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი, ძლიერი ექიმი,მაღალი რეპუტაციის მქონე, ტოვებს კონსილიუმს. ეს რა ნიშნავს? ერთადერთს - სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება, მისი უსაფრთხოებით მანიპულირება. ამის უფლება ქართველმა ხალხმა და სახალხო დამცველის აპარატმა, რომელიც ერთადერთია, ვინ მოწოდების სიმაღლეზე დგას, არ უნდა მივცეთ",- თქვა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნაა, რომ რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში

ამასთანავე, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომ  მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 25 დღეა შიმშილობს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი