ჩემთვის უცნობია რატომ დატოვა კონსილიუმი, შევეცდები გავესაუბრო - ბრეგაძე ექიმ ფაღავაზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია რატომ დატოვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შექმნილი კონსილიუმი ექიმმა ზურაბ ფაღავამ. მინისტრმა თქვა, რომ შეეცდება ექიმს გაესაუბროს.

"რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა ჩემთვის უცნობია, შევეცდები გავესაუბრო და გავერკვიო ამ მიზეზშიც. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

ცნობისთვის, თავად ზურაბ ფაღავამ კონსილიუმის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.  

ბოლო კონსილიუმის შემდეგ გაკეთებული მისი განცხადებიდან ირკვევა, რომ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იცრუა, როდესაც ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში არ განიხილებოდა და ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი