დედოფლისწყაროს კლასტერი, შესაძლოა, გაიზარდოს - ათი პირის ტესტირების პასუხს დღეს ელოდებიან

გამოქვეყნდა:

დედოფლისწყაროს კლასტერი, შესაძლოა, გაფართოვდეს. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 10 პირის შესახებ პასუხს დღეს ელოდებიან. დადასტურების შემთხვევაში ეპიდემიოლოგები რისკის ქვეშ მყოფი პირების კარანტინში გადაყვანას გეგმავენ.

მამაკაცს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, ვირუსი გუშინ, PCR ტესტირების მეთოდით დაუდგინდა. მისი ინფიცირების წყარო სავარაუდოდ, მამაკაცია, რომელიც მძღოლს მოსკოვიდან დაემგზავრა.

დედოფლისწყაროში მცხოვრებ ოჯახს კონტაქტი ერთ-ერთ მეზობელთან, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის ექიმთან და ნათესავებთან  ჰქონდა. კონტაქტები იდენტიფიცირებულია.

ადამიანი იყო სახლში, არანაირი თვითიზოლაცი არ დაურღვევია. მისი მეუღლე გამოდიოდა გარეთ, მაღაზიაში იყო, სუპერმარკეტში იყო და ჩვენ ეს კონტაქტები გამოკვლეული გვაქვს. ათი კონტაქტირებული არის ამ ადამიანთან  დღეის მდგომარეობით. ესენი არიან ოჯახის წევრები, ეს არის მეზობლის ოჯახი და არის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი, რომელსაც ჩვენ გავუკეთეთ დღეს უკვე ანალიზი და გავაგზავნეთ ლუგარის ცენტრში. თუ დადებითი იქნება, რასაკვირველია, გაიზრდება კონტაქტირებულთა რიცხვი, - ამბობს დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიეტა გონაშვილი.

სპეციალისტებმა დედოფლისწყაროში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაატარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი