კოვიდ 19-ის შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე - დევნილთა დასახლებაში სადეზინფექციო სამუშაოები არ ჩატარებულა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის მორიგი შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე - დევნილთა დასახლეობაში სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა. ინფიცირებულის ოჯახის ექვსი წევრი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი. ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. 

კორპუსის მცხოვრებლები პანიკაშია. ადგილობრივები ყვებიან, რომ ოჯახს ყოველდღიურად ჰქონდა მეზობლებთან კონტაქტი. დევნილთა დასახლებაში, სადაც ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაჩნდა, დეზინფექციას და კორონავირუსზე სწრაფი ტესტირების ჩატარებას ითხოვენ.

მეზობლები ვართ, ყოველ დღე ვესალმებით ერთმანეთს და ისეთი დისტანციური ურთიერთობაც არ გვაქვს. არსებობენ ადამიანები, ვისი ჯანმრთელობაც სუსტია. მათთვის, რა თქმა უნდა, საშიშია ვირუსის სიახლოვე. ამ კორპუსში ალბათ საჭირო იქნებოდა დეზინფექციის ჩატარება, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნატა კურტანიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი