
ფოთის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით შეყვანილი პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია. 67 წლის ფოთელ მამაკაცს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.
პაციენტის ანალიზები ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გადაიგზავნება. PCR ტესტირების პასუხის მიღებამდე, 67 წლის მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაში დარჩება.
ფოთის ცხელების კლინიკაში შემოიყვანეს 67 წლის მამაკაცი ცხელებით. პაციენტს აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა. მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში, მიმდინარეობს კლინიკო-ლაბორატირული კვლევები. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დილით გაიგზავნება ბიოლოგიური მასალა და სავარაუდოდ, საღამოს იქნება ტესტირებს პასუხის, - აცხადებს ფოთის ცხელების ცენტრის დირექტორი თეა მიგინეიშვილი.