კიდევ 43 გარდაცვლილი და 4 762 ახალი შემთხვევა - 26 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 ადამიანი, 3 953 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 090 კვლევა, აქედან 35 647 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 443 ​PCR-ით. 25 ოქტომბერს აიცრა 4 927 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,9%-ია, ბოლო 14 დღის - 9,05%-ია, 7 დღის - 8,97%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 740 შემთხვევა;
  • აჭარა - 637;
  • იმერეთი - 706;
  • ქვემო ქართლი - 362;
  • შიდა ქართლი - 208;
  • გურია - 194;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 399;
  • კახეთი - 358;
  • მცხეთა-მთიანეთი - 87;
  • სამცხე-ჯავახეთი - 165;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 71.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 698 944 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 639 564 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 831 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი