მოქალაქე, რომელიც საოპერაციოდ ემზადებოდა, კარანტინში მოხვდა - ოჯახი შველას ითხოვს

გამოქვეყნდა:

მოქალაქე, რომელიც თბილისში, სასტურო "ენკორში" კარანტინში იმყოფება, შველას ითხოვს. შუახნის ქალი რომიდან 23 მაისს სპეცრეისით შვილთან ერთად დაბრუნდა და ხერხემალზე გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. ამის მიუხედავად, ის უკვე 8 დღეა საკარანტინე ზონას ვერ ტოვებს.  ქალის  ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის გამო, კიდევ უფრო დამძიმდა.

ოჯახი ხელისუფლებას პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევას და დროულ რეაგირებას ითხოვს. 

აუცილებელია ოპერაციის გაკეთება, რადგან ეს უკვე აღარ ექვემდებარება მკურნალობას და აუცილებელია შესაბამის დაწესებულებაში ყოფნა, ამიტომ წამოვედით ჩვენ საქართველოში. ძალიან გთხოვთ, იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ და იქნებ როგორმე დედა მაინც გადაიყვანონ აქედან. იქნებ თვითიზოლაციაში მაინც გადავიდეს სახლში და სახლიდან მოხდეს ამ ყველაფრის გაკეთება, არანაირი რეაგირება არ მოახდინა სახელმწიფომ. სანამ არ გავა საკარანტინე დღეები ალბათ ასე უნდა ვიყოთ და მე არ ვიცი, რამდენად გაუძლებს დედა ამ ტკივილებს, - ამბობს პაციენტის შვილი, თაკო ადიკაშვილი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი