"პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია საუბრობს, რომელმაც რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მკვეთრად დასუსტებულია და მას უკვე დილით ადგომა უჭირს. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს ციხეში უფლებები შეეზღუდა.
ყველაფერი შეზღუდულია უკვე მისთვის, ვერბალობით გამოხატვა შეზღუდული აქვს და არ მიჰყავთ სასამართლოში და ახლა უკვე წერილობით გამოხატვასაც უზღუდავენ და პარლამენტის წევრებს არ აძლევენ წერილების გამოტანის უფლებას, - ამბობს ნიკა გვარამია.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 26 დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.