ქვეყანაში კოვიდ 19-ის 11 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში კოვიდ 19-ის 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ავრცელებს. ეზუგბაიას განმარტებით, ახალი ინფიცირებულებიდან 8 საბურთალოს, ხოლო 3 მარნეულის კლასტერიდანაა.

დღეს გვაქვს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იყო 783 და 794 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულიც გაიზარდა 19-ით, იყო 605 და გვყავს 624. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა დაავადებულებთან შედარებით უკვე 78 და 5 %-ზე  მეტია უკვე. ამ ეტაპზე 158  კოვიდ ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს სტაციონარებში.  11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 8 არის თქვენთვის ცნობილი საბურთალოს წყარო, ანუ კლასტერიდან, ხოლო 3 არის მარნეულის მინიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან. ახალი კლასტერი ჩენ ქვეყანაში არ გვყავს,- აცხადებს ეზუგბაია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი