საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი, 5 177 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 46 107 კვლევა, აქედან 27 157 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 950 PCR-ით. 27 ოქტომბერს აიცრა 3 951 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,69%-ია, ბოლო 14 დღის - 8,97%-ია, 7 დღის - 8,89%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 49 468 აქტიური შემთხვევაა. 6 271 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 392, აჭარაში - 500, იმერეთში - 1 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში - 128, იმერეთში - 487. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 328 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 36, იმერეთში - 30.
996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 - თბილისში, 208 - აჭარაში. 42 201 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3. 37 752 ადამიანი თვითიზოლაციაშია.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 707 290 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 647 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 918 კი გარდაიცვალა.