"ოცნების" შავი ფული - კორუფციული სქემა გაშიფრულია

გამოქვეყნდა:

საქართველოში ტრიალებს დიდი რაოდენობის ე.წ. შავი, რომელსაც აკონტროლებს ოცნება და მასთან დაახლოებული პირები - ასე აფასებენ ოპოზიციაში "მთავარი არხის" ეთერში გაშიფრულ კორუფციულ სქემას.

საუბარია კომპანიებიზე, რომლებიც თაღლითური სქემით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალს ითვისებენ.

სქემის დეტალებზე ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში გუშინ, 27 ოქტომბერს ისაუბრა.

ირკვევა, რომ უკანონო ბიზნესს ხელისუფლება უკვე წლებია მფარველობს და წილებსაც ოცნების გავლენიანი ლიდერები ინაწილებენ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ არაკანონიერი გზებით ნაშოვნი ფული ისევ ოცნების ყულაბაში ბრუნდება და სავარაუდოდ სწორედ ამ ფულით ხდება ამომრჩევლების მოსყიდვაც
"ქართულ ოცნებაში" კი ტრადიციულად ყველაფერს უარყოფენ და "გამოგონილ ამბებს" უწოდებენ:

"იქიდან გამომდინარე რომ წყარო დაცულია, რთულია მისი გადამოწმება რეალურად იყო თუ არა რამე წყარო თუ რეალურად ესაა გამოგონილი ცალკეული ჟურნალისტის" - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ე.წ. პირამიდის მწვერვალში ოლიგარქი ივანიშვილია. ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა მისი საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ხოლო ვინც ხელისუფლების პირველი პირების უკანონო შემოსავალს აკონტროლებს, ყოფილი მთავარი პროკურორი და ივანიშვილთან დაახლოებული ოთარ ფარცხალაძე. მთავარი ფიგურაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. 

იხილეთ დეტალურად:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი