"პოლიტკრიმინალი" რას ნიშნავს? - პოლიტიკურ დევნილს, რომელსაც კობახიძე კრიმინალს უწოდებს - გიორგი რურუა

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში პოლიტპატიმარ, გიორგი რურუას საქმის განხილვა განახლდა. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. სასამართლოს ჩვენებას დღეს გამომძიებელი და ორი ექსპერტი მისცემენ.სხდომას ბრალდებულიც ესწრება.დაცვის მხარე სატელეფონო ანძებიდან ჩანაწერების გამოთხოვას ითხოვს, რომელიც უპასუხებს კითხვას, იყო თუ არა გამომძიებელი დარსაველიძე შემთხვევის ადგილზე. თავად გიორგი რურუა ამბობს, რომ დარსაველიძე პირველად სხდომაზე ნახა. . 

ბატონი დარსაველიძე ვნახე პირველად ცხოვრებაში. ჩვენება,რომელიც მან მისცა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მან არ იცოდა, ჩხრეკის ადგილი მოქმედებას აღწერდა სრულიად განსხვავებულად, ვიდრე მახარაძე და პატრულის თანამშრომელი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა, რომელიც უკავშირდება ტელეკომპანია "მთავარს". ხომ ვერ ამიხსნით, რას ნიშნავს პოლიტიკური კრიმინალი?, - მიმართა გიორგი რურუამ მოსამართლეს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეს ფრაზა მოსამართლეს არ განუმარტავს, მისი თქმით, ბრალდებული საკუთარ სიტყვაში კითხვებს არ უნდა სვამდეს. რის შემდეგაც, გიორგი რურუამ თავად განმარტა, რა იგულისხმება ფრაზაში "პოლიტიკური კრიმინალი". მისი თქმით, მმართველი გუნდის ლიდერები სასამართლოზე ზეწოლის მოხდენას, საკუთარი განცხადებებით ცდილობენ.

პოლიტკრიმინალი ნიშნავს, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანს, რომელსაც ის კრიმინალს ეძახის. ​ბატონი კობახიძე, რამდენადაც ვიცი, კონსტიტუციონალისტია, არ უნდა იყენებდეს ასეთ გამონათქვამებს, არ უნდა მაყენებდეს შეურაცხყოფას, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს სასამართლოს, რისი იმედიც მაქვს, რომ ამას ვერ მოახერხებს, - ამბობს რურუა.

დაცვის მხარის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე, აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე შუამდგომლობა არ დადგება, თუ ამის საფუძველი პროცესზევე არ გამოიკვეთა. დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, დაცვის მხარე, ბრალდებულთან შეთანხმებით, მტკიცებულებების გამოთხოვის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი