მინდია ლავასოღლის გათავისუფლების ან ექსტრადიციის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა  აქცია გამართეს. ისინი მინდია ლავასოღლოს საქართველოში ექსტრადიციას ან მესამე ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ.

აქციის წევრები ორივე  სახელმწიფოს, საქართველოსა და თურქეთს, სთხოვენ კონკრეტულ პასუხს, თუ როდის მოხდება თურქეთის საპატიმროდან მინდია ლავასოღლის გათავისუფლება. ისინი აცხადებენ, რომ პატიმარი თურქეთის საპყრობილეში გაუსაძლის პირობებში იმყოფება.

ჩვენი კონკრეტული მოთხოვნაა, რომ მინდია ლავასოღლი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ან ექსტრადირებული. მას აქვს სამ დღეში პროცესი და კვლავ, სამწუხაროდ, უნდა ვიხილოთ ის სურათი, რომ მას უშვებენ და იმავე დღეს ატრიალებენ პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის სრული უკანონობა, არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება ის, რომ რატომ მხდება ესე, რომ სამჯერ გასდის საექსტრადიციო ვადა და არ ხდება მისი ექსტრადაცია ან მესამე სახელმწიფოში გაშვება, - ამბობს ლავასოღლის ადვოკატი ალექსი კობაიძე.

ამ მოთხოვნით მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა რამდენიმე გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი დაშლას არ აპირებენ , სანამ კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ თურქეთის საკონსულოდან და საქართველოს ხელოსუფლებისაგან. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი