ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი 5 წლის ვადით აირჩია. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 16 წავიდა.

პარლამენტმა აირჩია ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებიც:

  • მაია ზარიძე - 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი;
  • გიორგი შარაბიძე - 81 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
  • გია ცაცაშვილი - 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს, პირველი მცდელობით, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრობის კანდიდატები ვერ აირჩია. ამიტომ დღეს ხელახალი კენჭისყრა გაიმართა. 

"საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მათ ასარჩევად პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იყო საჭირო. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, "ოცნების" 3 დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პლენარულს სხდომას ვერ ესწრებოდა. ხელახალ კენჭისყრისაზე კი მხოლოდ 76 ხმა იყო საჭირო. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ.

აღნიშნულ ცვლილებებს 5 მარტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თუმცა, კრიტიკისა და სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, "ოცნების" უმრავლესობამ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები მაინც დაამტკიცა. ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით. თუმცა, მიღებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი