საქართველოში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 ადამიანი, 4 627 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 513 კვლევა, აქედან 30 303 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 210 PCR-ით. 28 ოქტომბერს აიცრა 4 023 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8.17%-ია, ბოლო 14 დღის - 8.94%-ია, 7 დღის - 8.87%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 48 763 აქტიური შემთხვევაა. 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 392, აჭარაში - 518, იმერეთში - 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 581 პირი, მათ შორის, თბილისში - 575, აჭარაში - 132, იმერეთში - 495. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 333 პირი, მათგან თბილისში - 175, აჭარაში - 41, იმერეთში - 31.
1 059 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 656 - თბილისში, 182 - აჭარაში. 41 374 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 31 826 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 711 255 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 652 505 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 961 კი გარდაიცვალა.