საბურთალო შესაძლოა ეპიდაფეთქების ახალი კერა გახდეს - ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში, დევნილთა დასახლებაში ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. კორპუსი, სადაც ვირუსის პირველ წყარო ექიმი ცხოვრობს - ჩაკეტილია. ადგილობრივებს ტერიტორიის დატოვება მკაცრად აეკრძალათ.
ადგილობრივი მცხოვრებლები კურიერის დაქირავებას ითხოვენ, რათა აუცილებელი ნივთების შესაძენად გარეთ გასვლა არ მოუწიოთ.
გუშინ ეპიდემიოლოგებიც იყვნენ, ყველაფერი ძალიან ნორმალურადდ ა ცივილურად ჩატარდა. მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენ ვართ თვითიზოლაციაში, არსად არ გავდივართ. ახლა ველოდებით კიდევ რაღაც გადაწყვეტილებას, ელემენტალურად კურიერი, ან ვინმე, რომელიც საყოფაცხოვრებო დახმარებას გაგვიწევს, რომ ჩვენ არ დავარღვიოთ ჩვენი პირობა. არ მოგვიწიოს ნაგვის გასატანად გასვლა, მიუხედავად იმისა, რომ მოგვცეს უფლება, რომ დრეში, ერთმანეთთან შეთანხმებით, რომ ქუჩაში ერთმანეთს არ შევხვდეთ, გავიტანოთ ნაგავი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის მოხსნის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ე.წ. საბურთალოს კლასტერი დღეს ისევ გაიზარდა. ინფიცირებულთა როდენობა 23-ია. გამოვლენილია მათთან კონტაქტში მყოფი 103 პირიც.