მარნეულის კლასტერის ნაწილში კოვიდ 19, სავარაუდოდ, სადახლოს საბაჟო პუნქტიდან გავრცელდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან სამი მარნეულის კლასტერს უკავშირდება. კოვიდ 19 სოფელ მარეთთან მდებარე ეკომიგრანტების დასახლებაში მცხოვრები ერთი ოჯახის სამ წვერს დაუდასტურდა.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ინფიცირების წყარო სადახლოს გამშვები პუნქტია, სადაც ოჯახის ერთერთი წევრი მუშაობდა. შემოწმება ამ ოჯახში სწორედ მას მერე ჩატარდა, რაც კოვიდ 19 სადახლოს გამშვებ პუნქტზე დადასტურდა.  

ოჯახის მეორე წევრი დაცვის პოლიციაში მუშაობდა. ისინი ბოლო დღეების განმავლობაში თავისუფლად იყვნენ კონტაქტში მათი სახლის ირგვლივ მცხოვრებლებთან. ხალხს ვირუსის გავრცელების ეშინია და ტესტირებას ითხოვენ.

დღის პირველ ნახევარში სახელმწიფო სტრუქტურებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის არც ქცევის რეკომენდაციები მიუციათ და არც სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარებიათ. ეპიდემიოლოგები დასახლებაში მხოლოდ დღის მეორე ნახევარში მივიდნენ.     

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი