გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამართლებრივად დაუშვებელია... - ბექა ბასილაია

გამოქვეყნდა:

შიმშილობის 29-ე დღეს, მიხეილ სააკაშვილმა მედიკამენტებსა და პენიტენციური დაწესებულების შიგნით ყოველგვარ სამედიცინო მომსახურებაზე უარი განაცხადა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს გლდანის დაწესებულებაში გადაიყვანენ, კანონს დაარღვევენ, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტს წერილობით აქვს დაფიქსირებული, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მოთავსებაზე უარს ამბობს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ფაქტობრივად დააანონსა, რომ ხელისუფლების ოცნებაა, მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს. ფაქტობრივად თქვა, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიმეოროს ის გზა, რაც საქარველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას გაატარეს. მათთვის იზოლაციაში მყოფი მიხეილ სააკაშვილიც კი უდიდესი პრობლემაა და ძრწიან, სასამართლო პროცესებს არ ატარებენ. 

ბუნებრივია, მათგან მსგავსი ბრუტალური ნაბიჯების გადადგმა, როგორიც გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაა, გამორიცხული არ არის, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის დაუშვებელი და ჩვენ ვაცხადებდით, რომ ეს შეუძლებელია. ამაზე არათუ თანხმობა არ აქვთ, არამედ დოკუმენტურად არის, რომ უარს ვაცხადებდით მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე, - თქვა ბექა ბასილაიამ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი