"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კახა კალაძემ საკუთარი ხმა დააფიქსირა. საბურთალოს 64-ე საარჩევნო უბნის დატოვებამდე კალაძე მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
"რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე 41. იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ განვითარებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები. ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ იაქტიურეთ მეგობრებო. თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდეს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების. ყველა მუნიციპალიტეტში "ქართულ ოცნებას" აქვს ძალიან დიდი თანადგომა, არჩევანის გაკეთებაც ძალიან მარტივია, ძალიან კარგად ვხედავთ, მეორე მხარეს რა დგას,, რა არის და რა განსხვავებაა ჩვენ შორის. მინდა წარმატება ვუსურვო "ქართული ოცნების" კანდიდატებს, სადაც მეორე ტურები იმართება",- თქვა კახა კალაძემ.
კალაძემ Ipsos Global-ის სკანდალთან დაკავშირებით არც ერთ კითხვას არ უპასუხა.
იხილეთ ასევე: