"განხორციელდა კორუფციული გარიგება კახა კალაძესა და Ipsos-ის მაღალჩინოსანს შორის, რომლის ამოცანა იყო ეგზიტპოლის ჩაშლა"... | ტელეკომპანიის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

"სინამდვილეში, ის, რაც მოხდა არის ღია დივერსია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, შეთანხმებული "ქართულ ოცნებასთან" ერთად - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, Ipsos Global-ის სკანდალთან დაკავშირებით განაცხადა. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ "მთავარი არხი" ხვალ ეგზიტპოლს კომპანია Ipsos-ის მონაწილეობის გარეშე მაინც ჩაატარებს. 

საერთაშორისო პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დამკვეთის თანხმობის გარეშე საერთოდ რამე გამოექვეყნებინა. კომპანია Ipsos-ს იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიდა, რომ მონაცემი არასწორად გამოქვეყნდა, უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია ჩვენთან და უნდა ეთხოვა, ან მოეთხოვა გასწორება ან ეს თუ არ მოხდებოდა, გამოქვეყნების უფლება მაინც არ ჰქონდათ და უნდა შეეწყვიტათ დაუყონებლივ კონტრაქტი. 

ამის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ Ipsos-ის განცხადება, ოღონდ ვიხილეთ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" გვამცნო, ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა, "ოცნებამ" რამდენიმე წუთში Ipsos-ის მიერ შედეგების დადებიდან, რაც ცხადია, ძალიან საეჭვოა. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა როგორც "იფსოსთან" ასევე ჩვენს წყაროებთან, მათ შორის არამხოლოდ საქართველოში. 

დავადგინეთ შემდეგი: 2021 წლის 6-8 ოქტომბერს შედგა კომუნიკაცია კომპანია "იფსოსის" ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, რომელიც კურირებს საქართველოში ეგზიტპოლს და იტალიის მოქალაქე ოლივიერო მარჩეზესთან. კომუნიკაცია შედგა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის კახი კალაძის მიერ. კომუნიკაცია მიმდინარეობდა პარიზსა და რომში. ამ წუთში ჩვენი ინფორმაციით, კომუნიკაცია იყო პირადი. 

შედეგად: განხორციელდა კორუფციული გარიგება, რომლის მთავარი ამოცანა ეგზიტპოლის ჩაშლა და მარჩეზეს მხრიდან ღია განცხადების გაკეთება იყო, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხი" აყალბებს ეგზიტპოლისმონაცემებს, ან ჩაეშალათ და ეთქვათ, რომ ჩვენ აღარ ვითანამშრომლებთ "მთავარ არხთან". 

სინამდვილეში, ის, რაც მოხდა არის ღია დივერსია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, შეთანხმებული "ქართულ ოცნებასთან" ერთად. 

ეგიზტპოლის არჩატარებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არჩევნების გაყალბების კონტროლი. ეგზიტპოლი არის უმთავრესი მექანიზმი იმის დასადგენად რეალური შედეგი რა არის. 

შეთანსმების მთავარი ნაწილი იყო თბილისი და ზუგდიდი. თუმცა სხვა ქალაქებშიც უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი ცვლილებები....

"მთავარი არხი" მაინც ჩაატარებს ეგზიტპოლს Ipsos-ის მონაწილეობის გარეშე... "მთავარი არხი" ხვალ აპირებს ეგზიტპოლის ჩატარებას. დაზუსტებით გეუბნებით და 8 საათზე საღამოს ელოდეთ შედეგებს, - თქვა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი