თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პატრულის ეკიპაჟებია მობილიზებული - ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან მედიკოსებს პაციენტები ცხელების ცენტრებში გადაყავთ.
მედიკოსები აქ თავად მოსახლეობამ გამოიძახა - დღის ბოლოსთვის რამდენიმე ადამიანს ტემპერატურის მატება და კოვიდ 19-ის სხვა სიმპტომები ჰქონდა.
ცხელების ცენტრებში სულ გადაყვანილია 23 ადგილობრივი მცხოვრები - ისინი, ვისაც სახლში თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ ჰქონდა.
კორპუსში მხოლოდ ის ადამიანები დარჩნენ, ვისაც თვითიზოლაციის წესების დაცვის საშუალება აქვს და მათ აღნიშნული წესები ორი კვირის განმავლობაში უნდა დაიცვან. სამართალდამცავები წესების შესრულებას გააკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ კორპუსის მცხოვრებლებთან რამდენიმე დღის წინ სტუმრად იმყოფებოდა ექთანი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა.