საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 10 045 გახდა. 

რაც შეეხება ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 5 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი