მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გიორგი გოგინაშვილი და პაატა სილაგაძე აირჩია

გამოქვეყნდა:

მოსამართლეთა 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია.

პაატა სილაგაძეს ხმა 257-მა მოსამართლემ მისცა ხმა, გიორგი გოგინაშვილს - 253-მა.  მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასდიოდათ, 

აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი  ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრად ითვლება და ორივე განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

კონფერენციასთან დაკავშირებით, "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ არჩევნების მეორე დღეს, როცა ყველას ყურადღება სწორედ არჩევნებზეა გადატანილი, მოსამართლეთა კონფერენციის ჩანიშვნა აძლიერებდა ეჭვებს, რომ კონფერენციის ამ კონტექსტში და ამ ფორმით ჩატარება ისევ კლანის ინტერესებს მოემსახურებოდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი