
ბათუმში, ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ადგილზე ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს "მთავარი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.