
მოძრაობა "ჩვენ ვათენებთ" წევრებს სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებმა, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოძრაობის წევრების ინფორმაციით, მათზე თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც სარფიდან რუსთავის ციხის მიმართულებით ფეხით მიმავალი აქტივისტები ქუთაისში შევიდნენ.
დაზარალებულები სამართალდამცველებმა ქალაქის სამმართველოში გამოკითხეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით, სარფიდან რუსთავის მიმართულებით უკვე რამდენიმე დღეა, მსვლელობას ფეხით მართავენ.
იხილეთ ასევე: