სოფელ ომალოს კულტურის ცენტრის მიტოვებულ შენობაში, ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდები კანაფს მოიხმარენ. ამის დასტური კი ადგილზე აღმოჩენილი ნივთებია. თუმცა სიტუაციას უფრო საშიში ნივთიერებების მოხმარება ართულებს. ადგილობრივების მტკიცებით ხეობაში ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა უკვე საგანგაშო ზღვარს აღწევს.
ე.წ. კრაკადილი კუსტარულად მიღებული ნარკოტიკია. რომლის დასამზადებლადაც სხვადასხვა მარტივად მოსაპოვებელ ნივთიერებას იყენებენ. ადგილობრივებმა იპოვეს სამალავებიც სადაც ახალგაზრდები ამ ნარკოტიკს ამზადებენ და მოიხმარენ.
პანკისელი სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ახალგაზრდების ნარკოდამოკიდებულებას სხვადსხვა მიზეზი აქვს, მათ შორის მთავარი დასაქმების და განათლების პრობლემაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო არაფერს აკეთებს.
პანკისის ხეობის მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. ცენტრალური მთავრობის რეაგირების მოლოდინში კი პრობლემის მოგვარებაზე უხუცესთა საბჭოს წევრები ფიქრობენ. დახმარებისთვის მათ სკოლის პედაგოგებმა მიმართეს.
როგორც ხეობაში ამბობენ, იმის მიუხედევად, რომ რელიგიურადაც აკრძალულია, კანაფს მოზარდებიც მოიხმარენ.
ადგილობრივები ახალგაზრდების ნარკოდამოკიდებულების პრობლემის მოსაგვარებლად პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვენ. მათ სურთ რეალობაში განხორციელდეს ის პროგრამები რომელიც დაგეგმილი იყო და რომლის შედეგადაც ახალგაზრდების დასაქმება უნდა მომხდარიყო.