მსგავსი რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან მომზადებული არ არის - გამყრელიძე ტრანსპორტის გაჩერებაზე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების რეკომენდაციით დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ მიუმართავს საკოორდინაციო საბჭოსთვის:

„თუ ახლა დამიჯერებთ, მსგავსი საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა და მსგავსი რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან მომზადებული არ არის. ჩვენი რეკომენდაციაა, დავიცვათ ის წესები, რაც გვაქვს. ანუ ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ, თუ ღია სივრცეებში, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს, წავიდეთ და ავიცრათ“. ამბობს გამყრელიძე.

ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ 4 ნოემბრიდან დედაქალაქში შესაძლოა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ გააჩერონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი