საბურთალოს კლასტერი შესაძლოა გაიზარდოს - იზოლირებული კორპუსიდან 23 პირი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

საბურთალოს კლასტერის გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი დღეს გახდება. იზოლირებული კორპუსიდან 23 პირი გუშინ საღამოს ეპიდემიოლოგებმა საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

ცნობილია, მედიკოსებს დახმარების თხოვნით თავად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიმართეს. რამდენიმე მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი აღენიშნებოდა, უმეტესობა კი, საცხოვრებელ ბინებში თვითიზოლაციის დაცვას ვერ ახერხებდა.

გადაიყვანეს, მაგრამ არ ვიცი რამდენი და როგორ. გარეთ არ გავსულვარ. მემგონი, ვისაც ჰქონდა შეხება, კონტაქტი ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან, ალბათ ის ხალხი წავიდა, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი