საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 47 ადამიანი, 4 223 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 901 კვლევა, აქედან 36 630 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 271 PCR-ით. 1 ნოემბერს აიცრა 3 369 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 11.36%-ია, ბოლო 14 დღის - 9.02%-ია, 7 დღის - 9.06%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 46 957 აქტიური შემთხვევაა. 6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 475, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 398. მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში - 591, აჭარაში - 128, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 37, იმერეთში - 32.
1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 205 - აჭარაში. 39 361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2. თვითიზოლაციაში იმყოფება 33 461 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 726 941 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 669 822 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 136 კი გარდაიცვალა.