
თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ავტომობილის საბურავები მოიპარეს. მეპატრონეს დილით ავტომობილი საბურავების ნაცვლად, აგურებზე დახვდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები ამ ტერიტორიაზე ხშირია.
"დილას გამოვედი დაახლოებით 7 საათზე და ასეთი ამბავი დამხვდა. მეზობელმა ქალმა თქვა,რომ დილის 6-ის ნახევარზე ჩაიარა და ერთ საბურავი ჰქონდა მოხსნილი, ვიფიქრე გაუფუჭდა და აკეთებსო. დანარჩენები მერე მოუხსნიათ. იყო პოლიცია და ანაბეჭდები აიღეს", - თქვა ავტომობილის მეპატრონემ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.