
"მთავარი არხის" ჟურნალისტებზე განხორციელებული შეტევისა და ღია მუქარის მიუხედავად, ვახტანგ გომელაურის უწყება საქმის გამოძიებას არ ჩქარობს. შსს-ს ამ დრომდე არ გამოუკითხავს დეა მამისეიშვილი და გიორგი ახალკაცი, რომლებმაც მუქარის შემცველი გზავნილები და ღია მიმართვა გუშინ გაავრცელეს.
რეპრესიების ახალი ტალღის სამიზნე ჟურნალისტები დიდი ხნის წინ გახდნენ, თუმცა ორგანიზებულმა შეტევამ უმწვავესი სახე არჩევნების მეორე ტურზე მიიღო, როცა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ერთმანეთის მიყოლებით ძალადობდნენ, ადგილზე მყოფი პოლიცია კი ყველა ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებდა. ამავე თემაზე: