კოვიდ 19-ით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა - გამოჯანმრთელებულია ათი ადამიანი

გამოქვეყნდა:

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და ამ დროისთვის 796-ს შეადგენს. წუხელ დადასტურებული შემთხვევები მარნეულის კლასტერს უკავშირდება. არ არის გამორიცხული, გაიზარდოს საბურთალოს კლასტერიც, სადაც ვირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა გამოვლენილი. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ათით გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. 

ეს ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან. ჩვენთან გუშინ შემოვიდა სამი დადასტურებული შემთხვევა და ერთი შესაძლო, მაგრამ ეს ერთი ოჯახია და დიდი ალბათობით, ესეც დადასტურებული იქნება. ჩავთვალოთ, რომ ოთხი დადასტურებული შემთხვევაა. ეს ოთხი შემთხვევა არის საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კოვიდ 19-ის 796 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 634 ადამიანი. 

ექიმები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი