რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა იმატებს, უკვე 330-ს გადააჭარბა - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯერჯერობით ნაკადების მართვა ხერხდება, თუმცა მინდა აღვნიშნო ისიც, რომ იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა. 330-ს გადააჭარბა უკვე ამ დილის მდგომარეობით. ჯერჯერობით მართვა შესაძლებელია დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშე. ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს. ასევე, ჯერჯერობით არის კოვიდსასტუმროების რესურსი, რომელიც ამ ეტაპზე მინიმალურად არის დატვირთული. ვფიქრობთ, რამდენიმე დღე ჯერ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ იმართოს აქტიურად პაციენტების ნაკადები. თუმცა, ეს ვერ იქნება უსასრულო და ამის პარალელურად მნიშვენლოვანია, ისევ და ისევ ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი