"წავალ ქურდებთან და გაარჩიონ საქმე" - ფოთის ბაზრის დირექტორი დღევანდელ სკანდალზე

გამოქვეყნდა:

ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორმა, ნოდარ კორსანტიამ ოპოზიციის წარმომადგენელს სცემა და აგინა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მასთან გარემოვაჭრეებს პრობლემების გადასაცემად მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

"შემოიჭრა, 4-ჯერ დავურეკე პატრულს, ეხლა პირდაპირ ვაფიქსირებ, ეხლა წავალ ქურდებთან და გაარჩიონ საქმე. 4-ჯერ დავრეკე თბილისში. მეტი რა ვქნა, პოლიცია ვერ აკეთებს, მერია ვერ აკეთებს, 112 ვერ აკეთებს... ჩემ კერძო საკუთრებაში შემოიჭრნენ უნებართვოდ ქალები, 5-ჯერ დავრეკე პატრულში", - ამბობს ნოდარ კორსანტია. 

ბაზრის დირექტორს ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ნოდარ კორსანტიას თავად აქვს მაღაზიები და რეალიზაციის აკრძალვის მიზეზი კონკურენციაა.

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ბაზრის დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, სასამართლოში უჩივლებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი