ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამ დროისთვის ცხინვალში კორონავირუსის სულ 42 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ინფიცირების 28 შემთხვევაა გამოვლენილი საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონშიც. აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 პაციენტმა კოვიდ 19 ინფექცია დამარცხა, 1 ადამიანი კი გარდაიცვალა.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყარო რუსეთიდან დაბრუნებული ჯარისკაცები არიან.