ევროპის ქვეყნები ეპიდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქებას აგრძელებენ.
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით რესტორნები, კაფეები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები უკვე გაიხსნა. შეზღუდვების გამარტივების მიუხედავად, მოქალაქეები ვალდებული არიან პირბადე ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.
სამთვიანი იძულებითი კარანტინის შემდეგ იტალიაში შიდა ტურისტული სეზონის აღდგენა დაიწყეს. რომში, მილანსა და სხვა ისტორიულ ქალაქებში, მუზეუმებმა, თეატრებმა და ტურისტულმა ცენტრებმა მუშაობა განაახლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საფრანგეთი და იტალია ეპიდემით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებია.