საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 53 ადამიანი, 4 648 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 615 კვლევა, აქედან 32 423 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 16 192 PCR-ით. 3 ნოემბერს აიცრა 3 469 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,71%-ია, ბოლო 14 დღის - 9,34%-ია, 7 დღის - 9,77%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 49 619 აქტიური შემთხვევაა. 6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 553, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 429. მძიმე პაციენტია 1 640 პირი, მათ შორის, თბილისში - 615, აჭარაში - 132, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 338 პირი, მათგან თბილისში - 186, აჭარაში - 40, იმერეთში - 31. 1 159 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 232 - აჭარაში.
41 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 3. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 137 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 738 171 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 678 288 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 238 კი გარდაიცვალა.