პირბადის გარეშე გადაადგილება,  შესაძლოა, დასჯადი გახდეს - სანქციები ჯერ უცნობია

გამოქვეყნდა:

პირბადის გარეშე გადაადგილება შესაძლოა დასჯადი გახდეს. საქართველოს პარლამენტში უკვე მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც  კონკრეტული სანქციები გაიწერება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შესაძლოა, პირბადის ტარების წესის დარღვევა დასჯადი გახდეს როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ კონსულტაციებს, ვამუშავებთ პროექტს. პირბადეები არის სავალდებულო, თუ ვინმე არ დაიცავს წესს და პირბადეს არ ატარებს, ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, - ამბობს ანრი ოხანაშვილი

მისი თქმით, ჯარიმების რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის. 

ოპოზიცია ხელისუფლებას სოციალურად დაუცველი და კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს.  

რასაკვირველია, პირბადეები უნდა ეკეთოთ, მაგრამ აი ეს პირბადე ღირს ერთი პურის ფასი, და უფრო მეტიც. შეუძლებელია, რომ სოციალურად დაუცველებმა და შემოსავლის გარეშე დარჩენილებმა, შეძლონ მისი ყიდვა. ამიტომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ელემენტარული შესაძლებლობები, რომ უფასოდ დაურიგდეთ ნიღბები იმ კატეგორიის მოქალაქეებს, ვისაც მისი შეძენა არ შეუძლია, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი