ეკლესია სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში - გაბუნია

გამოქვეყნდა:

"ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან იმართებაში და არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ თემას დღეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად ტუბერკულიოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, რომლებსაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა სჭირდებოდათ, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლოთ. 

აქაც ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში". 

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი