ნუცუბიძის ქუჩაზე სადეზინფექციო სამუშაობი დასრულდა - ეპიდემიოლოგები თვითიზოლაციაში დარჩენილებს რეკომენდაციებს აძლევენ

გამოქვეყნდა:

ნუცუბიძის II მიკრო-რაიონში მდებარე დევნილთა დასახლებაში ეპიდემიოლოგებმა კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრის სადეზინფექციო სამუშაოები ახლახანს დაასრულეს.

კორპუსში, საიდანაც ცხელების ცენტრებსა და საკარანტინე ზონებში 23 ადამიანია გადაყვანილი, ამჟამად 10 ოჯახი დარჩა. ამ ოჯახებს საშუალება აქვთ თვითიზოლაციის წესები თავად დაიცვან. 

კორპუსში დარჩენილ მცხოვრებლებს, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების თანახმად, დღეში ერთხელ შეუძლიათ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად გამოსვლა, მაგრამ აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. 

შეგახსენებთ, რომ დევნილთა დასახლების მცხოვრებლებმა გუშინ საღამოს საკუთარი სურვილით მიმართეს შესაბამის ორგანოებს კარანტინსა და ცხელების ცენტრებში გადაყვანის თხოვნით. 

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში სულ 796 კოვიდინფიცირების შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი