საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 62 ადამიანი, 3 631 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 55 301 კვლევა, აქედან 32 544 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 22 757 PCR-ით. 4 ნოემბერს აიცრა 4 063 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,66%-ია, ბოლო 14 დღის - 9,45%-ია, 7 დღის - 9,99%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 51 266 აქტიური შემთხვევაა. 6 666 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 555, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 445. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 645 პირი, მათ შორის, თბილისში - 623, აჭარაში - 129, იმერეთში - 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 38, იმერეთში - 29.
1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 - თბილისში, 245 - აჭარაში. 43 358 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 2. თვითიზოლაციაში იმყოფება 42 434 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 743 511 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 681 919 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 300 კი გარდაიცვალა.