ჭყონდიდში დაპირისპირებისას საპატრიარქოს კამერა დაზიანდა და შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს დილით მომხდარი დაპირისპირების დროს, დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ვიდეოკამერა და შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ 187-ე) მუხლით.

ინციდენტში მონაწილე სასულიერო პირები კი პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

სალხინოს მონასტერში ვითარება დილიდან დაიძაბა. გამთენიისას ადგილზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მივიდა, რის შემდეგაც პოლიციამ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები მონასტრიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

შეგახსენებთ, მეუფე სტეფანემ მის მიერ განკვეთილ ბერებს მონასტრის დასატოვებლად ვადა 4 ნოემბრამდე მისცა. დღეს კი მისი გადაწყვეტილების აღსრულება პოლიციის ძალით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი