სპეცოპერაციის ახალი დეტალები - "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი, იმ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, სადაც სამართალდამცველებმა, ბათუმში უკანონოდ შემოსული შეიარაღებული პირები აიყვანეს.
სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი - თურქეთის მოქალაქეები კი ბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აიყვანეს, სპეცოპერაცია ერთდროულად ორ მისამართზე ჩატარდა.