გორში მამაკაცი დაჭრეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაჭრილია ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე.
წინასწარი ინფორმაციით, კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გაგოშიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა.
შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე იდენტიფიცირებულია ერთი პირი, რომელიც პოლიციაში, გამოკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბიზნესმენი საქართველოში ამერიკიდან 2 დღის წინ დაბრუნდა.