იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 10 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა ჩატარდეს. მისი მტკიცებით, რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისთვის არის გაცემული.
"ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს და ყველა ის პირი, ვინც იქნება საჭირო, მივა პენიტენციურში. ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარი არ გაიყვანონ.[...]
ჩვენ ისედაც დავღალეთ საზოგადოება ამდენი საუბრისგან და თუ კი სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს, ან რა რაოდენობის ძალა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ. არ შეიძლება, რომ მთელი რესურსი იყოს მიმართული ერთი ადამიანის დაცვაზე და ამ მუდმივი პროვოკაციების თავიდან არიდებაზე, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პროცესი ჩატარდეს მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში",- ამბობს რატი ბრეგაძე.